სერვისები

კომბო

თმის შეჭრა და წვერის შესწორება – 45 ლარი

სამეფო პარსვა

სახის პარსვა ცხელი პირსახოცებითა და სამართებლით – 45 ლარი

თმის შეჭრა

სასურველი ვარცხნილობა – 35 ლარი

წვერის შესწორება

წვერისა და ულვაშების კორექცია – 15 ლარი

ფრჩხილების მოვლა

მანიკური და პედიკური – 20 ლარი/40 ლარი

სახის ექსპრეს წმენდა

კანის სწრაფი და უსაფრთხო წმენდა – სპეც ფასი – 25 ლარი

ჩვენ შესახებ

პარტიზანი არის ადგილი, რომელსაც უნდა ეწვიო როდესაც ეძებ არა მხოლოდ სადალაქოს, არამედ თავშესაფარს, სადაც მამაკაცები ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე. დაიბრუნო ტრადიცია, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა და თავიდან აღმოჩენის პროცესშია. იბრძოლო თანამოაზრეებთან ერთად იდეისთვის, რომელიც არასდროს მომკვდარა.

ჩვენი გუნდი

არსენი

არსენს სილამაზისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მისთვის სრულყოფილება დეტალებშია და საქმესაც ასე უდგება. არსენი განსაკუთრებული ბარბერია, მისი მუშაობის სტილი კი შემოქმედებით პროცესს გავს. არსენი, ასევე როგორც ყველა შემოქმედი, ბედნიერია, როდესაც სასურველ შედეგს იღებს.

ანა

ჩუმი ანა ერთი შეხედვით საკმაოდ მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, მის სკამში მოხვედრისთანავე მარტივად მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის. კლასიკური და თანამედროვე სკოლების ცოდნით, 10 წლიანი გამოცდილებითა და საკუთარი საქმის სიყვარულით, ანამ მარტივად მოახერხა ინდივიდუალური ხელწერის შექმნა. ანა ყოველთვის ზუსტად ხვდება რა სჭირდება მის კლიენტს და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარბერი.

კარენი

კარენის მშვიდი იერის უკან მეამბოხე იმალება. იგი ყოველთვის იცავს საკუთარ პოზიციას და საქმესაც ასეთივე სიმკაცრით უდგება. მან ყოველთვის იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს. გასაკვირი არ არის, რომ კარენის ნამუშევრით ყველა კმაყოფილია.

ალისა

მოწესრიგებული, ორგანიზებული და მხიარული ალისა არის ყველაზე სასიამოვნო ადამიანი, რომელსაც შეგიძლია შენი ფრჩხილების სილამაზე ანდო.

შეფასებები

პროფესიონალებით დაკომპლექტებული სუფთა და სასიამოვნო გარემოა.

Nika TsinTsadze

კვალიფიციური თანამშრომლები და სასიამოვნო გარემო.

Mt Rz

ძალიან მაგარი სადაქლაქოა, თავი ყველაზე სუფთა პარტიზანი მეგონა !!!

ლაზარე ჭოველიძე

მაღაზია

კონტაქტი

ტელ: 595 82 17 17

ელ-ფოსტა: partizanbarbershop@gmail.com

მისამართი: გ. ახვლედიანის ქუჩა. #17, თბილისი, საქართველო